გერმანიაში ბუნდესლიგის ტური დაიწყო. თავის მოუგებელი სერია შეწყვიტა “დორტმუნდმა“, რომელიც რვა მატჩი გამარჯვების გარეშე იყო ბუნდესლიგაში.
“ბორუსიას” მწვრთნელის შეცვლამ უშველა – პეტერ ბოში პეტერ შტიოგერმა შეცვალა და დორტმუნდელებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს “მაინცს“.
შტიოგერს დიდად არ გადაუხალისებია შემადგენლობა – დაცვის ხაზი შეცვალა (ეს იყო მე-11 განსხვავებული კვარტეტი 16 მატჩში) და ვაიგლი დააყენა ძირითადში. როგორც ჩანს, ეს იყო მთავარი ფაქტორი, რადგან “მაინცმა” 90 წუთი ისე ჩაატარა, რომ კარში ზუსტად არ დაურტყამს. “დორტმუნდმა” ერთბაშად მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა.
ვოლფსბურგი-ლაიპციგი 1:1 (ვერჰაეგი, 15-პენ – ჰალშენბერგი, 52)
ფრაიბურგი-გლადბახი 1:0 (პეტერსენი, 20-პენ)
ჰამბურგი-აინტრახტი 1:2 (პაპადოპულოსი, 9, გაჩინოვიჩი, 24 – ვოლფი, 16)
მაინცი-დორტმუნდი 0:2 (პაპასტატოპულოსი, 55, კაგავა, 89).