ბუნდესლიგა. 34-ე ტური - ფაქტები და სტატისტიკა
ბუნდესლიგა. 34-ე ტური - ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

კრამარიჩი ერთადერთი ფეხბურთელია ამ სეზონში, ვინც ერთ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა. ის, აგრეთვე, „ჰოფენჰაიმის“ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში პოკერი შეასრულა.

ფოლანდმა თებერვლის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში. მან ჩემპიონატი 10 გოლით დაასრულა და ზედიზედ მესამე სეზონში შეძლო მინიმუმ 10 გოლის გატანა.

„გლადბახმა“ ამ სეზონში 38 ქულა დააგროვა საშინაო მატჩებში – 17-დან 12 თამაში მოიგო. მხოლოდ „ბაიერნს” აქვს უფრო მეტი ქულა საკუთარ მოედანზე – 41.

„ბაიერნმა“ ზედიზედ მე-13 მატჩი მოიგო და 20-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

„ბაიერნს“ სტუმრად 11-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

„ბაიერნმა“ 100 გოლით დაასრულა ბუნდესლიგის წლევანდელი გათამაშება. გერმანიის ჩემპიონატში აქამდე მხოლოდ ერთხელ დაფიქსირებულა ასეთი რამ – 1971-72 წლების სეზონში ასევე „ბაიერნმა“ გაიტანა 101 გოლი.

ლევანდოვსკი მეხუთედ გახდა ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი. ის პირველი მოთამაშეა გერდ მიულერის შემდეგ, ვინც ზედიზედ სამჯერ გაიტანა სეზონში ყველაზე მეტი გოლი.

ფილიპე კოუტინიომ რვა მარტის შემდეგ პირველად ითამაშა.

სეზონის რესტარტის შემდეგ, ანდრე სილვამ რვა გოლი გაიტანა. უფრო მეტი მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის აქვს.

„პადერბორნმა“ ზედიზედ 15 მატჩი ვერ მოიგო და ზედიზედ ოთხჯერ დამარცხდა.

„ვერდერმა“ შეწყვიტა შინ 14-მატჩიანი მოუგებელი სერია.

რაშიკამ დეკემბრის შემდეგ პირველი გოლი გაიტანა და შეწყვიტა 1350-წუთიანი უგოლო სერია.

„შალკეს“ მოუგებელი სერია 16 მატჩამდე ავიდა.

ვერნერმა „ლაიპციგში“ 95-ე გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა – მან დანიელ ფრანის რეკორდი გააუმჯობესა.

ვერნერმა ჩემპიონატი 27 გოლით დაასრულა. ბოლო გერმანელი, ვინც სეზონში ამდენი გოლი გაიტანა, მარიო გომესი იყო – 2010-11 წლების ჩემპიონატში.

„ფორტუნას“ ყველაზე ცუდი გამოსვლა ჰქონდა გასვლით მატჩებში – 2 მოგება, 6 ფრე და 9 წაგება.

შედეგები

დორტმუნდი-ჰოფენჰაიმი 0:4

გოლები: 0:1 კრამარიჩი (8), 0:2 კრამარიჩი (30), 0:3 კრამარიჩი (48), 0:4 კრამარიჩი (50)

ლევერკუზენი-მაინცი 1:0

გოლი: 1:0 ფოლანდი (2)

გლადბახი-ჰერტა 2:1

გოლები: 1:0 ჰოფმანი (7), 2:0 ემბოლო (78), 2:1 იბიშევიჩი (90+1)

ვოლფსბურგი- ბაიერნი 0:4

გოლები: 0:1 კომანი (4), 0:2 კუიზანსი (37), 0:3 ლევანდოვსკი (72-პენ), 0:4 მიულერი (79)

აინტრახტი-პადერბორნი 3:2

გოლები: 1:0 როდე (9), 2:0 ანდრე სილვა (33), 3:0 დოსტი (52), 3:1 დრეგერი (55), 3:2 მიჩელი (75)

ვერდერი-კიოლნი 6:1

გოლები: 1:0 ოსაკო (22), 2:0 რაშიკა (27), 3:0 ფიულკრუგი (29), 4:0 კლაასენი (55) 5:0 ოსაკო (58), 5:1 დრექსლერი (62), 6:1 სარჯენტი (68)

ფრაიბურგი-შალკე 4:0

გოლები: 1:0 ვალდშმიდტი (20), 2:0 შმიდი (38), 3:0 ჰიოლერი (46), 4:0 ვალდშმიდტი (57)

აუგსბურგი-ლაიპციგი 1:2

გოლები: 0:1 ვერნერი (28), 1:1 ვარგასი (72), 1:2 ვერნერი (80)

უნიონი-ფორტუნა 3:0

გოლები: 1:0 უჯა (26), 2:0 გენტნერი (54), 3:0 აბდულაჰი (90)

 

გათამაშების ცხრილი

ბაიერნი – 82 ქულა

დორტმუნდი – 69

ლაიპციგი – 66

გლადბახი – 65

ლევერკუზენი – 63

ჰოფენჰაიმი – 52

ვოლფსბურგი – 49

ფრაიბურგი – 48

აინტრახტი – 45

ბომბარდირები

34 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

26 – ვერნერი (ლაიპციგი)

17 – სანჩო (დორტმუნდი)

16 – ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი)

15 – ჰენინგსი (ფორტუნა)

გოლი+პასი

39 (34+5) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

37 (28+9) – ვერნერი (ლაიპციგი)

34 (17+17) – სანჩო (დორტმუნდი)

29 (8+21) – მიულერი (ბაიერნი)

23 (12+11) – გნაბრი (ბაიერნი)