ბუნდესლიგა. 32-ე ტური - ფაქტები და სტატისტიკა
ბუნდესლიგა. 32-ე ტური - ფაქტები და სტატისტიკა

ფაქტები

* შეწყდა „ვოლფსბურგის“ ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია გასვლით მატჩებში.

* „ბაიერნმა“ ბუნდესლიგაში მოგებათა სერია 11 მატჩამდე აიყვანა და 18 მატჩია არ წაუგია.

* „ბაიერნს“ სტუმრად ცხრამატჩიანი მოგებათა სერია აქვს.

* ლევანდოვსკი მეორე არაგერმანელი ფეხბურთელია პიერ-ემერიკ ობამეიანგის შემდეგ, რომელმაც ერთ სეზონში 31 გოლი გაიტანა.

* დავიდ ალაბამ ბუნდესლიგაში 265-ე მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ავსტრიელებს შორის რეკორდი დაამყარა – მან გაუსწრო ანდრეას ჰერცოგს.

* დევისმა პროფესიულ კარიერაში პირველად მიიღო წითელი ბარათი.

* „ვერდერი“ 2019 წლის პირველი სექტემბრის შემდეგ საკუთარ მოედანზე ვერ იგებს – ეს სერია 14 მატჩს ითვლის.

* „ვერდერს“ ოთხი ტურია შინ გოლი ვერ გააქვს, ბოლო ცხრა საშინაო მატჩიდან რვა წააგო და მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა.

* „ჰერტამ“ ზედიზედ მესამედ წააგო.

* იბიშევიჩმა სეზონის განახლების შემდეგ მესამედ გაიტანა. მან ბოლო რვა პენალტიდან ყველა გამოიყენა.

* იბიშევიჩმა ბუნდესლიგაში 126-ე გოლი გაიტანა და ლიგის ყველა დროის ბომბარდირებს შორის 27-ე ადგილზე გადავიდა.

* „პადერბორნი“ 13 ტურია ვერ იგებს.

* „პადერბორნი“ ოფიციალურად გავარდა ეორე ბუნდესლიგაში

შედეგები

გლადბახი-ვოლფსბურგი 3:0

გოლები: 1:0 ჰოფმანი (11), 2:0 ჰოფმანი (30), 3:0 შტინდლი (65)

ვერდერი-ბაიერნი 0:1

გოლი: 0:1 ლევანდოვსკი (43)

ფრაიბურგი-ჰერტა 2:1

გოლები: 1:0 გრიფო (61), 1:1 იბიშევიჩი (66-პენ), 2:1 პეტერსენი (71)

უნიონი-პადერბორნი 1:0

გოლები: 1:0 ზოლინსკი (27-საკ. კარში)

აინტრახტი-შალკე 2:1

გოლები: 1:0 ანდრე სილვა (28), 2:0 აბრაჰამი (50), 2:1 მაკენი (59)

დორტმუნდი-მაინცი 0:2

გოლები: 0:1 ბურკარდტი (33), 0:2 მატეტა (49-პენ)

ლაიპციგი-ფორტუნა 2:2

გოლები: 1:0 კამპლი (60), 2:0 ვერნერი (63), 2:1 სკრჟიბსკი (87), 2:2 ჰოფმანი (90+2)

ლევერკუზენი-კიოლნი 3:1

გოლები: 1:0 ს. ბენდერი (7), 2:0 ჰავერცი (40, 2:1 ბორნაუ (59), 3:1 დიაბი (83)

აუგსბურგი-ჰოფენჰაიმი 1:3

გოლები: 0:1 დაბური (59), 0:2 დაბური (62), 1:2 ვარგასი (69), 1:3 ბებუ (89)

გათამაშების ცხრილი

1. ბაიერნი – 76 ქულა

2. დორტმუნდი – 66

3. ლაიპციგი – 63

4. ლევერკუზენი – 60

5. გლადბახი – 59

6. ვოლფსბურგი – 46

7. ჰოფენჰაიმი – 46

8. ფრაიბურგი – 45

9. აინტრახტი – 41

ბომბარდირები

31 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

26 – ვერნერი (ლაიპციგი)

17 – სანჩო (დორტმუნდი)

14 – ჰენინგსი (ფორტუნა)

14 – ვეგჰორსტი (ვოლფსბურგი)

გოლი+პასი

35 (31+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)

35 (26+9) – ვერნერი (ლაიპციგი)

34 (17+17) – სანჩო (დორტმუნდი)

27 (7+20) – მიულერი (ბაიერნი)

23 (12+11) – გნაბრი (ბაიერნი)

მომდევნო ტური

20 ივნისი. შაბათი

ბაიერნი-ფრაიბურგი

ლაიპციგი-დორტმუნდი

ჰოფენჰაიმი-უნიონი

ფორტუნა-აუგსბურგი

ჰერტა-ლევერკუზენი

მაინცი-ვერდერი

შალკე-ვოლფსბურგი

კიოლნი-აინტრახტი

პადერბორნი-გლადბახი