ბუნდესლიგა, 28-ე ტური - სამშაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა
ბუნდესლიგა, 28-ე ტური - სამშაბათის მატჩების ფაქტები და სტატისტიკა

შედეგები

დორტმუნდი-ბაიერნი 0:1

გოლი: 0:1 კიმიხი (43)

ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 1:4

გოლები: 0:1 პონგრაჩიჩი (43), 0:2 არნოლდი (65), 0:3 შტეფენი (68), 0:4 პონგრაჩიჩი (75), 1:4 ბაუმგარტლინგერი (85)

აინტრახტი-ფრაიბურგი 3:3

გოლები: 0:1 გრიფო (28), 1:1 ანდრე სილვა (35), 1:2 პეტერსენი (67), 1:3 ჰიოლერი (69), 2:3 კამადა (79), 3:3 ჩენდლერი (82)

ვერდერი-გლადბახი 0:0

ფაქტები

* „ბაიერნმა“ ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო.

* შეწყდა „დორტმუნდის“ ექვსმატჩიანი მოგებათა სერია.

* „ბაიერნმა“ ზედიზედ მესამედ მოუგო „დორტმუნდს“, თანაც ისე, რომ ამ სამ მატჩში გოლი არ გაუშვია, თავად კი 10 გაიტანა.

* მანუელ ნოიერმა ბუნდესლიგაში მე-400 მატჩი ჩაატარა.

* „ლევერკუზენმა“ ბოლო 36 მატჩში პირველად ვერ გაუტანა „ვოლფსბურგს“.

* ნილს პეტერსენმა შეწყვიტა ცხრამატჩიანი უგოლო სერია.

* „ვერდერმა“ და „გლადბახმა“ პირველად ითამაშეს უგოლო ფრე 1998 წლის მარტის შემდეგ.

* „ვერდერი“ ზედიზედ ცხრა მატჩია ვერ უგებს „გლადბახს“.

სატურნირო მდგომარეობა

1. ბაიერნი – 64 ქულა (28 მატჩი)
2. დორტმუნდი – 57 (28)
3. ლაიპციგი – 54 (27)
4. გლადბახი – 53 (28)
5. ლევერკუზენი – 53 (28)
6. ვოლფსბურგი – 42 (28)
7. ფრაიბურგი – 38 (28)
8. შალკე – 37 (26)
9. ჰოფენჰაიმი – 36 (27)

ბომბარდირები

27 – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
24 – ვერნერი (ლაიპციგი)
14 – სანჩო (დორტმუნდი)
12 – კუაისონი (მაინცი)

გოლი+პასი

32 (24+8) – ვერნერი (ლაიპციგი)
31 (27+4) – ლევანდოვსკი (ბაიერნი)
31 (14+17) – სანჩო (დორტმუნდი)
24 (7+17) – მიულერი (ბაიერნი)