ბულგარული გამოცემა - ფსკერი აღარ ჩანს, ბულგარეთმა ვერც გიბრალტარი დაამარცხა #1TVSPORT
ბულგარული გამოცემა - ფსკერი აღარ ჩანს, ბულგარეთმა ვერც გიბრალტარი დაამარცხა #1TVSPORT

„ფსკერი აღარ ჩანს, ბულგარეთმა ვერც გიბრალტარი დაამარცხა“, – ასე შეაფასა გამოცემა „გონგმა“ ერთა ლიგის C4 ჯგუფში საქართველოს ნაკრების კონკურენტის, ბულგარეთის ნაკრების თამაში გიბრალტართან, რომელიც 1:1 დასრულდა.

ბულგარელი ფეხბურთელები საქართველოსთან რაზგრადში 2:5 წაგების შემდეგ მოედანზე ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, გეორგი ივანოვ-გონზომ გაიყვანა, მაგრამ ფერმკრთალი თამაშით მანაც გაუცრუა იმედები გულშემატკივარს.

გეორგი მინჩევმა ბულგარელები 45+1-ე წუთზე დააწინაურა. მაგრამ ტუმრებმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – 62-ე წუთზე გიბრალტარმა პენალტი მოიპოვა, რომელიც მასპინძელთა საუკეთესო ბომბარდირმა ლიამ უოკერმა უნაკლოდ შეასრულა და შეხვედრა 1:1 დასრულდა.

ბულგარელებმა სამი ტურის შემდეგ მხოლოდ 2 ქულა დააგროვეს და ჯგუფის ლიდერს, საქართველოს ნაკრებს უკვე 7 ქულით ჩამორჩებიან. 12 ივნისს გუნდი თბილისში გვეწვევა და „ჯვაროსნებს“ ერთა ლიგის მეოთხე ტურში „დინამო არენაზე“ დაუპირისპირდება.