ბულგარეთთან ყაზაიშვილი დაგვაკლდება - საქართველოს ნაკრები სოფიაშია #1TVSPORT
ბულგარეთთან ყაზაიშვილი დაგვაკლდება - საქართველოს ნაკრები სოფიაშია #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები სოფიაში გაემგზავრა. ესპანეთთან მარცხის შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ბულგარეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ბადახოსიდან სოფიაში დელეგაცია 6 სექტემბერს ჩავიდა. საქართველოს ნაკრები მომდევნო მატჩისთვის 24 ფეხბურთელთან ერთად ემზადება. ბოლო ორი მატჩისგან განსხვავებით, ბულგარეთის წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრაში გუნდს კორეული „ულსანის“ შემტევი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

დღესვე ეროვნულმა ნაკრებმა ბულგარეთში აღდგენითი ხასიათის ვარჯიში გამართა. 7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები ამხანაგური შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს ჩაატარებს, მანამდე კი გუნდის მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი პრესკონფერენციას გამართავს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (დინამო, ბათუმი, საქართველო)

მცველები: გოგა ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე – დინამო, ბათუმი, საქართველო), გურამ კაშია (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (კოპენჰაგენი, დანია), გურამ გიორბელიძე (დინამო, დრეზდენი, გერმანია), ლუკა ლოჩოშვილი (ვოლფსბერგი, ავსტრია), საბა ხვადაგიანი (დინამო, თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ლადო მამუჩაშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, გიორგი ზარია, ჯაბა ჯიღაური (ყველა – დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯაბა კანკავა (სლოვანი, ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია (ჟილ ვისენტე, ბარსელო, პორტუგალია), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), ზურიკო დავითაშვილი (არსენალი, ტულა, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი),

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი), საბა ლობჟანიძე (ჰატაისპორი, ანტაკია, თურქეთი), გიორგი წიტაიშვილი (ჩერნომორეცი, ოდესა, უკრაინა)

ბულგარეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა ამხანაგური დაპირისპირება 8 სექტემბერს სოფიას ვასილ ლევსკის სახელობის სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.