ბულგარეთმა სკოპიეში მოიგო და საქართველოს შემდეგ ჯგუფში მეორეზე გავიდა #1TVSPORT
ბულგარეთმა სკოპიეში მოიგო და საქართველოს შემდეგ ჯგუფში მეორეზე გავიდა #1TVSPORT

ერთა ლიგის C4 ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობდა, ჯგუფის ბოლო შეხვედრა სკოპიეში გაიმართა – ჩრდილოეთ მაკედონიამ ბულგარეთს უმასპინძლა და 0:1 დამარცხდა.

მატჩი დაძაბული გამოდგა და მასპინძლები პირველივე ტაიმის დასაწყისში რთულ მდგომარეობაში ჩავარდნენ – მე-14 წუთზე ტოდორ ტოდოროვსკი მთავარმა არბიტრმა უხეშობისთვის მოედნიდან გააძევა და ჩრდილოეთ მაკედონიელები 10 კაცით დარჩნენ.

ბულგარელებმა რიცხობრივი უპირატესობით მეორე ტაიმში ისარგებლეს და ანგარიში გახსნეს. 50-ე წუთზე ჩრდილოეთ მაკედონიელების კარი კირილ დესპოტოვმა აიღო. სტუმრებმა ეს უპირატესობა შეინარჩუნეს 1:0 მოიგეს და საბოლოოდ ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავეს, ჩრდილოეთ მაკედონია კი მესამე ადგილზე დააქვეითეს.