ბულგარეთის ნაკრების თავდამსხმელი - ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩი პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფეხბურთო კუთხით #1TVSPORT
ერთა ლიგის C4 ჯგუფის (სადაც საქართველოს ნაკრებმა ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი და B დივიზიონში გადასვლა გაინაღდა) ბოლო ტურში ჩრდილოეთ მაკედონია ბულგარეთს 26 სექტემბერს უმასპინძლებს.
ბულგარელმა ფეხბურთელმა, „ლუდოგორეცის“ თავდამსხმელმა კირილ დესპოდოვმა მატჩის წინ განაცხადა, რომ ჩვენი საფეხბურთო ნაკრებისთვის ეს მატჩი პოლიტიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საფეხბურთო.
„ჩრდილოეთ მაკედონიისთვის ბულგარეთთან მატჩი მნიშვნელოვანია არა საფეხბურთო, არამედ პოლიტიკური კუთხით. ჩვენ გვჭირდება კონცენტრირება და კარგი შედეგის მიღწევა, ეს კიდევ უფრო გაზრდის გუნდის ნდობას. ცხადია, მათ გულშემატკივრების მხარდაჭერა ექნებათ, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია კარგად ვითამაშოთ და მოვიგოთ. ჩვენ ყოველთვის გამარჯვებისთვის გავდივართ, თუმცა ეს თავდაჯერებულობა ბოლოს დროს შეგვერყა“, – განაცხადა დესპოდოვმა.
ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთრობებში უთანხოება ისტორიულ და კულტურულ საკითხების გამო წარმოიქმნა. ევროკომისია წევრობის კანდიდატ ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებების დაწყებას ვერ ახერხებდა ბულგარეთის მთავრობის პოზიციის გამო, რომელიც ბოლო ორი წლის განმავლობაში ბლოკავდა გადაწყვეტილებას მეზობელი ქვეყნის ევროკავშირის წევრად მიღების შესახებ.
ამისთვის შემუშავდა „საფრანგეთის გეგმა“, რომელიც ითვალისწინებს ბულგარეთის ვეტოს მოხსნას ჩრდილოეთ მაკედონიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ხოლო ბულგარეთს ევროკავშირი და საფრანგეთი გარანტიას აძლევს, რომ ამის შემდეგ მისი ყველა პირობა შესრულდება.
ზაფხულში ბულგარეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომ მოხსნიდა ვეტოს ჩრდილოეთ მაკედონიის ევროპული ინტეგრაციის შესახებ იმ პირობით, თუ ჩრდილოეთ მაკედონია კონსტიტუციაში ქვეყნის ფორმირებაში ბულგარული ეთნოსის გადამწყვეტ როლს აღიარებდა.
თავიდან სკოპიეში ამას კატეგორიუალდ უარყოფდნენ, მაგრამ შემდეგ დათანხმდნენ, რაც ივლისში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქის ქუჩებში გამოსულმა ათასობით ადამიანმა გააპროტესტა და ბულგარეთთან ისტორიულ-ულტურულ საკითხებზე კომპრომისებსა და „საფრანგეთის გეგმასთან“ დაკავშირებით უთანხმოება გამოხატა.