ბულგარელებმა ოფიციალურად დაადასტურეს - პეტროვის ნაცვლად თბილისში ნაკრებს ივანოვი უხელმძღვანელებს #1TVSPORT
ბულგარეთის საფეხბურთო კავშირმა აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა მოიწვია და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო.
გადაწყვეტილებები სხდომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა ოფიციალურად დაამტკიცეს. სხდომაზე ბულგარეთის საფეხბურთო კავშირის აღმასრულებელმა კომიტეტმა ოფიციალურად მიიღო ეროვნული ნაკრების მწვრთნელის იასენ პეტროვის და მისი თანაშემწეების გადადგომა, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება 5 ივნისს საქართველოსთან წაგების (2:5) შემდეგ მიიღეს.
აღმასრულებელმა კომიტეტმა ასევე დაამტკიცა, რომ ერთა ლიგის მომდევნო ორი მატჩში (მათ შორის, 12 ივნისს საქართველოსთან თბილისში) ბულგარეთის ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი გეორგი ივანოვი იქნება.
მომავალ სხდომაზე აღმასკომის წევრები გაეცნობიან წინადადებებს ახალი მუდმივი მწვრთნელის თაობაზე, რომელიც ბულგარეთის ეროვნულ გუნდს უხელმძღვანელებს.