ბულგარელების მწვრთნელმა საქართველოს ნაკრებთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბულგარეთის ნაკრებმა სექტემბერში დაგეგმილი სამი მატჩისთვის მზადება დაიწყო – გუნდი ორ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს, ხოლო საქართველოს ამხანაგურ მატჩში 8 სექტემბერს დაუპირისპირდება.
ბულგარელთა მთავარმა მწვრთნელმა იასენ პეტროვმა გამოაცხადა შემადგენლობა, რომელიც ასე გამოიყურება:
მეკარეები
ნიკოლაი მიხაილოვი (ლევსკი), დანიილ ნაუმოვი (ცსკა 1948), გეორგი გეორგიევი (ჩერნო მორე);
მცველები
ვალენტინ ანტოვი, ივან ტურიცოვი (ორივე – ცსკა სოფია), ვასილ ბოჟიკოვი (სლოვან ბრატისლავა), ანტონ ნედიალკოვი (ლუდოგორეცი), პეტკო ჰრისტოვი (სპეცია), ანდრეა ჰრისტოვი (სლავია სოფია), დიმიტარ ველკოვსკი (სერკლ ბრიუგე)
ნახევარმცველები
ბირსენტ კარაგარენი, პეტარ ვიტანოვი (ორივე- ლოკომოტივი პლოვდივი), გეორგი კოსტადინოვი (არსენალი ტულა), თოდორ ნედელევი (ბოტევი, პლოვდივი), კრისტიან მალინოვი (ლევენი), ივაილო ჩოჩევი (ცსკა 1948), დომინიკ იანკოვი (ლუდოგორეცი), ილიან ილიევი (აპოლონ ლიმასოლი), რადოსლავ კირილოვი (სლავია სოფია)
თავდამსხმელები
კირილ დესპოდოვი (ლუდოგორეცი), სპას დელევი (არდა), დიმიტარ ილიევი (ლოკომოტივი პლოვდივი), გეორგი იომოვი (ცსკა სოფია), ათანას ილიევი (ბოტევი პლოვდივი), კალოიან კრასტევი (სლავია სოფია)
აღსანიშნავია, რომ პარალელურად, ბულგარეთის ახალგაზრდული ნაკრები იკრიბება, სადაც ლეგიონერების ბევრად უფრო შთამბეჭდავი სიაა – მეკარე „ხეტაფედან“, მცველი „ფიორენტინადან“, ნახევარმცველები „ვერდერიდან“ და „ჰერენვენიდან“, თავდამსხმელი „ტროადან“.
ბულგარეთი იტალიასთან (2 სექტემბერი) და ლიტვასთან (5 სექტემბერი) 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე ითამაშებს, ხოლო საქართველოს ამხანაგურ მატჩში 8 სექტემბერს სოფიაში „ვასილი ლევსკიზე“ დაუპირისპირდება. ბულგარელებმა თამაშებზე მაყურებელი დაუშვეს.