ბრიტანულმა საბუკმეიკერო კანტორებმა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულზე კოეფიციენტები შეცვალეს. ამ მომენტისთვის მთავარი ფავორიტი “ბარსელონაა” და არა “მანჩესტერ სიტი”.
კატალონელთა გამარჯვებაზე კოეფიციენტი შეადგენს – 3,60-ს, “მანჩესტერ სიტი” მეორე ადგილზე ჩამოვიდა კოეფიციენტით – 4.00.
პრემიერლიგის ლიდერს მოჰყვება გერმანიის ჩემპიონი “ბაიერნი” – 4.50.
პირველ ოთხეულს ავსებს ჩემპიონთა ლიგის ბოლო ორი გათამაშებისგამარჯვებული მადრიდის “რეალი”.