ლონდონის „არსენალის“ ფორვარდი ბუკაიო საკა ვერ ითამაშებს უახლოეს მატჩებში ტრავმის გამო.
საკამ დაზიანება პრემიერლიგის მეორე ტურში „ლიდსთან“ (5:0) მატჩში მიიღო და მეორე ტაიმის დასაწყისში შეცვალეს. როგორც BBC Sport-ი წერს, მუხლის ტრავმის გამო 23 წლის გარემარბი იძულებული იქნება, ოთხი კვირა გამოტოვოს.
„არსენალს“ საკა დააკლდება 31 აგვისტოს მატჩში „ლივერპულის“ წინააღმდეგ. ასევე, ის ვერ ითამაშებს სექტემბერში ინგლისის ნაკრებში მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში ანდორასა და სერბეთის ნაკრებების წინააღმდეგ.
„ლივერპულთან“ მატჩში კითხვის ნიშნის ქვეშ არის „არსენალის“ კაპიტნის, მარტინ ედეგორის თამაში, რომელმაც „ლიდსთან“ პირველ ტაიმში მიიღო მხრის ტრავმა.