ბუფონს ზაფხულში „იუვენტუსის“ დატოვება სურს #1TVSPORT
ბუფონს ზაფხულში „იუვენტუსის“ დატოვება სურს #1TVSPORT

„იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 2020-21 წლების სეზონის დასრულების შემდეგ ტურინული კლუბის დატოვებას აპირებს.

იტალიური პრესის ცნობით, 43 წლის ფეხბურთელი უკმაყოფილოა იმ სათამაშო დროით, რომელსაც ამჟამად უთმობენ. ბუფონი უკვე განიხილავს წინადადებებს იტალიური და ევროპული კლუბებიდან.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ იტალიელს კარიერის დასრულება „პარმაში“ სურს, სადაც პროფესიულ კარიერას იწყებდა. ამ გუნდში ის 1995-2001 წლებში გამოდიოდა, რის შემდეგაც „იუვენტუსში“ გადავიდა.

ამ სეზონში ვეტერანმა მეკარემ 10 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ხუთი გოლი გაუშვა. მისი კონტრაქტი „იუვენტუსთან“ 2021 წლის 30 ივნისამდეა ძალაში.