ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდარულ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფუნს სურს, რომ რომ 1/8 ფინალში მისი გუნდის მეტოქე „სამეფო კლუბი“ იყოს.
ახლო წარსულში „იუვენტუსი“ და „რეალი“ ერთმანეთს 1/4 ფინალში დაუპირისპირდენენ.
იტალიელები ესპანელებთან საკუთარ მოედანზე ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ. მადრიდში სტუმრობისას კი „იუვენტუსმა“ ბრწყინვალედ ითამაშა, „სამეფო კლუბს“ სამი ბურთი გაუტანა, მაგრამ ბოლო წუთებში გოლი პენალტით გაუშვა. იმ თამაშში ბუფონმა ემოციები ვერ მოთოკა და იტალიელი გოლკიპერი მოედნიდან გააძევეს.
„მადრიდის „რეალთან“ შეხვედრა ყოველთვის სიამოვნებას მანიჭებს. მე პატივს ვცემ მათ ისტორიასა და მათ ფეხბურთელებს.
მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასრულდა ჩვენი ბოლო შეხვედრა მადრიდში, მომავალ დაპირისპირებას პოზიტიურად ვუყურებ. მაშინ ჩვენ ძალა და ხასიათი ვაჩვენეთ.
თუ კენჭისყრა ამგვარად განიწილდება, ორი ფანტასტიკური გუნდი ერთმანეთს ისევ შეხვდება“, – განაცხადა ტურინელთა ლეგენდარულმა მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის წილისყრა 16 დეკემბერს გაიმართება.