ბუფონმა "ნაპოლისთან" წაგება თანაგუნდელებს დააბრალა
ბუფონმა "ნაპოლისთან" წაგება თანაგუნდელებს დააბრალა

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანმა და მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა იტალიის ჩემპიონატში “ნაპოლისთან” 0:1 წაგებული მატჩის შემდეგ უკმაყოფილება გამოხატა, – ამტკიცებს Calciomercato.

გამოცემის ინფორმაციით, 40 წლის მეკარემ წარუმატებელ თამაშში თანაგუნდელები დაადანაშაულა – ტურინელებმა ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე, კალიდუ კულიბალის თავურის შემდეგ გაუშვეს.

როგორც ირკვევა, ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ბუფონის კრიტიკას უპასუხა, მცველი მეჰდი ბენატია იყო. სწორედ ის მეურვეობდა გოლის მომენტში კულიბალის.

34 ტურის შემდეგ, “იუვენტუსი” ლიდერობს და “ნაპოლი” მას მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.