ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი, რომელმაც ამ დღეებში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, ფეხბურთში რჩება, ოღონდ ახალ ამპლუაში.
45 წლის ბუფონმა მიიღო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის წინადადება და ეროვნული გუნდის დელეგაციის ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა.
„მე ვბრუნდები ნაკრებში, რადგან იმ ბავშვს, რომელმაც 30 წლის წინ პირველად შეაბიჯა კოვერჩანოში, ჯერ ისევ უნდა ოცნება და ამ ოცნებით ცხოვრება იტალიელ გულშემატკივრებთან ერთად“, – დაწერა სოციალურ ქსელში ბუფონმა.