ტურინულმა გრანდმა სერია A-ს 36-ე ტურში ვადაზე ადრე გაიფორმა ჩემპიონობა. მაურიციო სარის გუნდმა შინ 2:0 მოუგო „სამპდორიას“, უახლოეს მდევარს შვიდი ქულით დაშორდა და კონკურენტებს დაწევის თეორიული შანსიც არ დაუტოვა.
„იუვენტუსის“ ლეგენდარული მეკარის, ჯანლუიჯი ბუფოფისთვის ეს კარიერაში რიგით მეათე სკუდეტო ოყო.
42 წლის ბუფონი იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ქვეუნის ჩემპიონობა ათჯერ იზეიმა.