ბუფონმა იტალიის ჩემპიონატის ახალ სეზონში ფავორიტები დაასახელა #1TVSPORT
ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა ახალ სეზონში იტალიური კლუბების შანსები შეაფასა და ფავორიტებიც გამოარჩია.
„დარწმუნებული ვარ, სანახაობრივი ჩემპიონატი იქნება. პირველად დიდი ხნის შემდეგ აშკარა ფავორიტები არ გვაყავს. თუმცა, ვფიქრობ, რომ სკუდეტოს მოსაპოვებლად ყველაზე დიდი შანსი „იუვეს“, „ინტერს“, „მილანსა“ და „ნაპოლის“ აქვთ. ნეაპოლელებმა გასულ სეზონში დაუვიწყარი თამაში გვაჩვენეს. ძალიან საინტერესო იქნება, როგორ გაუმკლავდება გუნდი ჩემპიონის ტიტულით გამოწვეულ წნეხს. ეს ყოველთვის ძალიან რთულია.
„მილანი“ ჩემთვის ლიგაში ყველაზე დამაინტრიგებელი გუნდია. „იუვენტუსს“, გასაგები მიზეზების გამო, განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდები. ის ფაქტი, რომ ევროთასებზე ვერ ითამაშებენ, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს სკუდეტოსთვის ბრძოლაში – ნაკლები მატჩი, ნაკლები ტრავმა და მეტი ვარჯიში! გუნდი-სიურპრიზი კი „ატლანტა“ იქნება. ძალიან მომწონს მისი სათამაშო ფილოსოფია და ატმოსფერო, რომელსაც ეს გუნდი ქმნის“, – განაცხადა ჯანლუიჯი ბუფონმა.