ბუფონმა ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი შეადარა
ბუფონმა ერთმანეთს როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი შეადარა

ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ერთმანეთს შეადარა ორი დიადი ჩოგბურთელი – როჯერ ფედერერი და რაფაელ ნადალი.

„ფედერერი – ეს უსაზღვრო კლასია, ნადალი – ოფლი, მონდომება, აგრეთვე ნიჭი, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა „დიდი სლემის“ 19 ტურნირის მოგება. მძიმე შრომამ და მუდმივმა სწრაფვამ სრულყოფისკენ საშუალება მისცა ნადალს დამდგარიყო ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი ჩოგბურთელების გვერდით.

ცხადია, ვისთან შეიძლება მათი შედარება: ფედერერი – ეს არის ლიონელ მესი, ნადალი – კრიშტიანო რონალდო“, – მოჰყავს ბუფონის სიტყვები „ფუტბოლ იტალიას“ (Football Italia).

რაფაელ ნადალმა წელს „დიდი სლემის“ ორი ტურნირი მოიგო – როლან გაროსი და აშშ-ის ღია. ახლა ის „დიდი სლემის“ მხოლოდ ერთი ტიტულით ჩამორჩება ფედერერს.