ტურინის იუვენტუსის ზედიზედ მერვე ჩემპიონობა არ გამორჩენიათ კლუბის ყოფილ ფეხბურთელებს. ჯანლუიჯი ბუფონმა, მეჰდი ბენატიამ და ალესანდრო დელ პიერომ სტატუსები სოციალურ ქსელში განათავსეს.
„რვა წელი იტალიის ჩემპიონატის სათავეში. ბიჭებო, დაივიწყეთ ყველა სიმწარე და იზეიმეთ, რადგან აგრძელებთ ფანტასტიკური ისტორიის დაწერას“, – დაწერა ჯიჯიმ.
„ვულოცავ იუვენტუსს ზედიზედ მერვე ტიტულს. ფიქრები ჩემი მეგობრებისკენაა, რომელიც ამ გუნდში მყავს“, – დაწერა ბენატიამ.
კომპლიმენტი იუვენტუსს,– ეს დელ პიეროს მილოცვაა.