იტალიის ჩემპიონატის ლიდერმა „იუვენტუსმა” ოფიციალურად გამოაცხადა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონთან და მცველ ჯორჯო კიელინისთან. ორივე ვეტერანთან ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე იქნება ძალაში.
მიმდინარე სეზონში „ბუფონმა” ყველა ტურნირზე „იუვენტუსის” რიგებში 13 მატჩი ჩაატარა.
კიელინიმ 2019-20 წლების სერია A-ში მხოლოდ სამ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა.