ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯიჯი ბუფონმა ისაუბრა იმის თაობაზე, თუ რატომ არ დაასრულა კარიერა.
„მე ვაგრძელებ თამაშს იმიტომ, რომ თავს შესანიშნავად ვგრძნობ და დარწმუნებული ვარ ჩემს თავში. კონკურენციას ჯერჯერობით ვუძლებ და განვითარებას კიდევ ვახეხებ. ამჟამად მეორე ახალგაზრდობაში ვარ, ამაშია ჩემი საიდუმლოება“, – ციტირებს ბუფონს „ფუტბოლ იტალია“. – „ბოლო 12 წლის განმავლობაში გამარჯვებებით არ ვიყავი განებივრებული, ხოლო დამარცხებას ძალიან განვიცდიდი. ნორმალურია, როცა მოგებებს ეჩვევი. ამ შემთხვევაში გამარჯვებას მალე ივიწყებ, იმედგაცრუება და მარცხი კი დიდხანს გამახსოვრდება“, – განაცხადა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნით ადრე 42 წლის გოლკიპერმა „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2020/2021 წლების სეზონის დასრულებამდე გააფორმა.