ბუფონი „ოქროს ბურთზე“ - ყველაზე დიდი უსამართლობა ანდრეს ინიესტაა #1TVSPORT
ლეგენდარულმა იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა ყველაზე დიდ უსამართლობაზე ილაპარაკა, რომელიც „ოქროს ბურთს“ უკავშირდება.
„ჩემთვის „ოქროს ბურთთან“ დაკავშირებით ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის, რომ ეს ჯილდო არ აქვს ინიესტას. ის ისეთივე ძლიერია, როგორც მარადონა, მესი ან რონალდო“, – განუცხადა ჟურნალ „ფრანს ფუტბოლს“ ბუფონმა.
2010 წელს ანდრეს ინიესტა მეორე ადგილზე გავიდა და „ოქროს ბურთი“ „ბარსელონაში“ თავის თანაგუნდელ ლიონელ მესისთან წააგო.
„პარმას“ მეკარეს მიაჩნია, რომ „ოქროს ბურთის“ საბოლოო შედეგები ყოველთვის ლოგიკური არ არის.
– ბრაზობთ იმის გამო, რომ არასოდეს მოგიგიათ „ოქროს ბურთი“?
– ლოგიკა ყოველთვის არ არსებობს. 2003 წელს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მოთამაშედ მაღიარეს, რაც მეკარისთვის იშვიათობაა, მე კი საუკეთესო ხუთეულშიც ვერ მოვხვდი.
– ჟურნალისტებმა არ მიაქციეს ყურადღება? თუ მათ სითამამე არ ეყოთ?
– ჩემთვის სულ ერთია, რადგან ინდივიდუალური ჯილდოები არ მაღელვებს. მაგრამ მე ვისურვებდი მერიტოკრატიას (მმართველობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც ხელმძღვანელი პოსტები უჭირავთ ყველაზე კვალიფიციურ ადამიანებს, მათი სოციალური წარმოშობისა და ფინანსური შესაძლებლობების მიუხედავად), რასაც ვერ ვხედავ.