პარი სენ-ჟერმენის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა თავის მომავალთან დაკავშირებით და შეაჩერა მოლაპარაკებები კონტრაქტის გაგრძელებაზე.
„ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ, პარიზული კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა არ იჩქაროს ახალი ხელშეკრულების გაფორმება 41 წლის მეკარესთან. იტალიელ ვეტერანთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებებს მოგვიანებით დაუბრუნდებიან. აქედან გამომდინარე, არ არის გამორიცხული, ბუფონმა ამ სეზონის დამთავრების შემდეგ, კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს“, – იტყობინება მატინო (Il Mattino).
ჯანლუიჯი ბუფონიმ პარი სენ-ჟერმენში 20 ოფიციალური მატჩი ჩაატარა.
უფრო ადრე დაიწერა, რომ პსჟ-ს სურს ბუფონისთან კონტრაქტის გახანგრძლივება.