ცნობილმა იტალიელმა მიმომხილველმა ტანკრედი პალმიერიმ “იუვენტუსის” მეკარის ჯანლუიჯი ბუფონის გამოსათხოვარი მატჩის თარიღი დაასახელა.
“4 ივნისი, ტურინი. იტალია-ჰოლანდია. ბუფონის გამოსათხოვარი მატჩი. ეს არაოფიციალური ცნობაა, მაგრამ მე მაინც გატყობინებთ”, – დაწერა საკუთარ “ტვიტერზე” პალმიერიმ.
მიმომხილველს არ დაუზუსტებია – ბუფონი იტალიის ეროვნულ ნაკრებს ეთხოვება თუ მთლიანად ფეხბურთს.
ბუფონმა ნაკრებიდან წასვლის შესახებ შვედეთთან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის პლეი ოფის წაგების შემდეგ გამოაცხადა, მაგრამ გაზაფხულზე დაბრუნდა და არგენტინასთან ითამაშა.