ბუენოს აირესში საფეხბურთო ფრესკა დახატეს: მარადონა - ღმერთია, მესი - ადამი
ბუენოს აირესში საფეხბურთო ფრესკა დახატეს: მარადონა - ღმერთია, მესი - ადამი

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში საფეხბურთო კლუბ “სპორტივო პერეირას” დარბაზის ჭერი საფეხბურთო ფრესკით არის მოხატული. ეს არის ინსპირაცია მიქელანჯელოს “ადამის შექმნის” გამოსახულებიდან, რომელიც ვატიკანის სიქსტეს კაპელას ჭერის მოხატულობის ფრაგმენტს შეადგენს.

ადამი მიწაზე წევს და ღმერთის ხელის უბრალო მიკარებით ცოცხლდება. ამ შემთხვევაში, ღმერთი დიეგო მარადონაა, ადამი – ლიონელ მესი. ღმერთის მოციქულები კი არიან: სერხიო აგუერო, მარიო კემპესი, რიკარდო ბოჩინი, გაბრიელ ბატისტუტა, კლაუდიო კანიჯა, ხუან რომან რიკელმე და არიელ ორტეგა.