ბუდუმ ამჯერად ვერ გაიტანა - ზივზივაძის „კარლსრუე“ „დიუსელდორფს“ დაუზავდა #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბუდუ ზივზივაძე და „კარლსრუე“ „დიუსელდორფს“ ესტუმრნენ – შეხვედრა 0:0 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, რომელმაც სეზონი ჰეთთრიკით გახსნა, მეორე ტურის შეხვედრაში „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მხოლოდ დამატებულ წუთებზე (90+1) შეცვალეს.
პირველ ტურში ორივე გუნდმა მოიგო და ისინი ამჯერადაც მოედანზე მხოლოდ სამი ქულის მოპოვების სურვილით გავიდნენ. მეტოქეები ბევრს უტევდნენ, საგოლე შანსებიც ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ ფრეს დასჯერდნენ.
ორი ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 4 ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა, ბუდუ ზივზივაძე კი სამი გოლით მეორე ბუნდესლიგის ბომბარდირთა სიის სათავეშია.