დიდი ალბათობით, ბუდუ ზივზივაძე ქუთაისის „ტორპედოს“ ევროპის ლიგაზე ყაზახურ „ორდაბასთან“ ვერ დაეხმარება. ქუთაისელთა მთავარი მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის თქმით, გუნდის და „კრისტალბეთ“ ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ტრავმირებულია. ზივზივაძე ჩემპიონატის ბოლო ტურში თბილისის „ლოკომოტივთან“ დაშავდა და ყაზახეთში ამის გამო, ვერ გაემგზავრება.
„ტორპედოსა“ ევროპის ლიგაზე „ორდაბასთან“ პირველ შეხვედრაში არც გრიგოლ დოლიძის თამაშის იმედი აქვთ, რომელიც ასევე დაშავებულია.
ქუთაისელთა ფანკლუბის – „ჩვენ ვართ ტორპედო“ ცნობით, კლუბს ზივზივაზეც ტოვებს: „მომხდარი თბილისის „დინამომ“ ისარგებლა და 99% გადაწყვეტილია, რომ ბუდუ ზივზივაძე კვლავ თბილისური კლუბისთვის შეუტევს“.
თუ ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა, ბუდუ ზივზივაძე ექვსი ფეხბურთელი იქნება, ვინც წელს „დინამომ“ „ტორპედოდან“ წაიყვანა – აქამდე თბილისელებთან კონტრაქტები გააფორმეს კუხიანიძემ, ქიმაძემ, კუტალიამ, ქავთარაძემ და დაფემ.