ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ გასვლით შეხვედრაში „ულმი“ დაამარცხა #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-9 ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ სტუმრად „ულმი“ 1:0 ბოლო წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მატჩის 87-ე წუთზე შეცვალეს. ზივზივაძე მოედანზე ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ, მისი თამაში 7.4 ქულით შეფასდა, რაც თავის გუნდში მესამე საუკეთესო შედეგია.
„კარლსრუემ“ გამარჯვების გოლი შეხვედრის მიწურულს, 90+4-ე წუთზე გაიტანა, თავი ცენტრალურმა მცველმა, მარსელ ფრანკემ გამოიჩინა.
9 ტურის შემდეგ ქართველი თავდამსხმელის გუნდი მეორე ბუნდესლიგაში 19 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო ზივზივაძეს 6 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავაში მესამე პოზიციას იკავებს.