ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ მეორე ბუნდესლიგაში „დარმშტადტს“ უმასპინძლა, შეხვედრა 3:3 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მე-8 ტურის დაპირისპირებაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და 79-ე წუთზე შეცვალეს. თამაში დაძაბული გამოდგა. პირველი ტაიმი მასპინძლებმა ბურნიკისა და იენსენის გოლებით 2:1 მოიგეს – სტუმრებიდან თავი ლიდბერგმა გამოიჩინა.
მეორე ნახევარი „დარმშტადტმა“ კარგად ჩაატარა და კლეფიშისა და ვუკოტიჩის ზუსტი დარტყმებით 74-ე წუთზე დაწინაურდა. თუმცა, შლოისენერმა (77) წონასწორობა ისევ აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:3.
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ჩატარებული რვა ტურის შემდეგ „კარლსრუემ“ 16 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზეა.