ბუდუ ზივზივაძის დუბლით „კარლსრუემ“ „შალკე“ დაამარცხა - ქართველი ბუნდესლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია [ვიდეო] #1TVSPORT
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „შალკე“ 2:0 ქართველი ფეხბურთელის დუბლით დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა ანგარიში პირველი ტაიმის მიწურულს, 45+3-ე წუთზე გახსხნა, ხოლო მეორე გოლი 73-ე წუთზე გაიტანა.
ზივზივაძემ შეხვედრაში ყვითელი ბარათიც მიიღო და საბოლოოდ მოედანი 78-ე წუთზე დატოვა, მის ნაცვლად თამაშში ჰანზიკერი ჩაერთო.
აღსანიშნავია, რომ ბუდუ ზივზივაძეს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ექვსი გოლი და ერთი საგოლე გადაცემა დაუგროვა, ამ მაჩვენებლით კი ის ბომბარდირთა დავის ლიდერია.
რაც შეეხება „კარლსრუეს“, ხუთი ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს და ცხრილში პირველ ადგილზეა.