ბუდუ ზივზივაძე არ გამორიცხავს, რომ ახალი სეოზნიდან გუნდი შეიცვალოს – უნგრული „მეზოკოვეშდის“ 25 წლის თავდამსხმელმა ეს საქართველოს პირევლ არხთან განაცხადა.
„უნგრეთის ლიგა საკმაოდ კარგი დონისაა და მიმაჩნია, რომ „ტრამპლინად“ გამომადგება. ვიცი, რომ ჩემს მიმართ ინტერესს უკეთესი გუნდები ავლენენ. რაღაც ლაპარაკები იყო. მაგალითად, მითხრეს, რომ „ფერენცვაროშიც“ ინტერესს გამოხატავდა, გუნდი, სადაც ლაშა დვალი თამაშობს. მაგრამ უფრო მეტ დაინტერესებას ავლენს „ვიდეოტონი“, რომელიც ბოლო წლებში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია (ახლა გუნდი „ფეჰერვარის“ სახელით გამოდის). ვნახოთ, ზაფხულში ყველაფერი გაირკვევა“ – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ბუდუ ზივზივაძე.
ბუდუ ზივზივაძე უნგრეთში ქუთაისის „ტორპედოდან“ ზაფხულში გადავიდა და ახალ კლუბში, „მეზოკოვეშდში“ საუკეთესო ბომბარდირი გახდა (6 გოლი 15 მატჩში).