ბუდუ ზივზივაძემ გერმანიის თასზე გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძემ გერმანიაში გოლი ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ „ლოტეს“ დამარცხებაში დაეხმარა – 5:0.
გერმანიის თასის 1/32-ფინალში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო. მან მოედანზე 72 წუთი დაჰყო და თავის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ.
დაბალი ლიგის გუნდთან პირველივე ტაიმში სტუმრები კომფორტული უპირატესობით დაწინაურდნენ – 2:0.
ზივზივაძემ საგოლე გადაცემა 21-ე წუთზე შეასრულა, მისი პასით მეტოქის კარი მარვინ ვანიცეკმა აიღო, ხოლო თავად გოლი 69-ე წუთზე გაიტანა.