ბუდუ ზივზივაძემ ისევ გაიტანა და „კარლსრუეს“ ფრანგულ „სტრასბურთან“ ამხანაგური შეხვედრის მოგებაში დაეხმარა – 4:1.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „კარლსრუეს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, თავი პირველ ტაიმში გამოიჩინა და ანგარიში 3:0 გახადა.
შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნების“ თავდამსხმელმა შედეგიანი თამაშით თავი „ჰოფენჰაიმთან“ პირველივე ტესტმატჩშიც (4:1) გამოიჩინა. ზივზივაძემ ბუნდესლიგის გუნდთან დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა.
„კარლსრუემ“ ამ მატჩით სეზონისთვის მზადება დაასრულა. გუნდი მეორე ბუნდესლიგაში პირველ ოფიციალურ შეხვედრას შინ „ნიურნბერგთან“ 3 აგვისტოს გამართავს.