დანიურ “ესბიერგში” უიღბლო სეზონის შემდეგ, ბუდუ ზივზივაძე თბილისის “დინამოში” დაბრუნდა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა.
ვლადიმირ ვაისმა 23 წლის თავდამსხმელი მალტასთან და ლუქსემბურგთან ამხანაგურ შეხვედრებზე გამოიძახა და 1 ივნისს მალტასთან თავის გამოჩენის შანსი მისცა.
“დინამოს” თავდამსმხელი დღეს ლუქსემბურგთან გასამართი მატჩისთვისაც ემზადება და ავსტრია-ლუქსემბურგში გამართულ შეკრებაზე კომენტარს აკეთებს.
„ჩემი აზრით, ნაყოფიერი შეკრება ჩავატარეთ. მალტასთან გავიმარჯვეთ და ამან გუნდის განწყობაზე დადებითი გავლება იქონია. ლუქსემბურგთანაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ამის შემდეგ, ერთა ლიგის გათამაშებაში მონაწილეობა გველის და საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება“ – ამბობს ბუდუ ზივზივაძე.