ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგაში ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძე მეორე ბუნდესლიგის სასტარტო ტურის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს – ასეთია ერთდროულად ორი საფეხბურთო ვებგვერდის, Sofascore-ის და Whoscored-ის და, ასევე, „კიკერისა“ და BBBank-ის შეფასებები.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი მთავარი გმირი იყო ბუნდესლიგა 2-ის პირველ ტურში, რომელშიც „კარლსრუემ“ „ნიურნბერგთან“ საშინაო შეხვედრა 3:2 მოიგო. თუმცა მასპინძლები პირველი ტაიმის ბოლომდე 0:2 მარცხდებოდნენ, სანამ საქმეში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი არ ჩაერთო. ბუდუმ 45+2-ე წუთზე ანგარიში შეამცირა, 73-ზე გაათანაბრა, ხოლო 78-ზე „კარლსრუესთვის“ გამარჯვების გოლი გაიტანა.

ანალიტიკურმა ვებგვერდმა Sofascore-მა ბუდუ ზივზივაძეს 9,8 ქულა დაუწერა, ხოლო Whoscored-მა ლამის იდეალური 9,9 ქულა – ორივემ, სიმბოლურ გუნდში მოხვედრასთან ერთად, ქართველი ფორვარდი ტურის მოთამაშედ აღიარა.