ბუდუ ზივზივაძე - ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი #1TVSPORT
ბუდუ ზივზივაძე - ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი #1TVSPORT

ბუდუ ზივზივაძემ კომენტარი გააკეთა „ფეჰერვარისა“ და „უიპეშტის“ თამაშის შემდგომ მომხდარი მოვლენების შემდეგ, რომლის შედეგადაც საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სარეზერვო გუნდში დააქვეითეს.

„მსურს, „ფეჰერვარისა“ და ჩემს გულშემატკივრებს ვუთხრა სრული სიმართლე, რომელიც 10 ოქტომბერს „უიპეშტთან“ მატჩის შემდეგ მოხდა. თამაშის დასრულებისას სტუმარი გუნდის ქომაგებისადმი პატივისცემის გამოხატვამ ჩვენი კლუბის გულშემატკივართა განაწყენება გამოიწვია, რომელიც ჩემთვის გასაგებია.

რაც შეეხება მაისურს, ჩემს ყოფილ თანაგუნდელს გავუცვალე და გაუცნობიერებლად, ინსტიქტურად გადავიცვი. ამ ქმედებამ „ფეჰერვარის“ გულშემატკივრებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ეს არ ყოფილა არც რაიმე სახის პროვოკაცია და არც წინასწარ დაგეგმილი ქმედება. თუ ვინმე ამ კონკრეტული მოქმედებით თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, ბოდიშს ვუხდი.

ახლაც გულწრფელი ვარ და მაშინაც გულწრფელი ვიყავი, როდესაც „უიპეშტში“ თამაშის დროს „ფეჰერვარის“ კარში გატანილი გოლი არ აღვნიშნე, რადგან ჩემთვის ფეხბურთი და გულშემატკივარი განუყოფელი ნაწილია. კლუბში სტაფის ყველა წევრმა იცის, რომ მათ მიმართ დიდი სიყვარული და პატივისცემა გამაჩნია. ყველა იქ მომუშავე ადამიანი განსაკუთრებულია და მათ გარეშე ეს კლუბი ვერ იარსებებდა.

ყოველთვის მაქსიმუმს ვაკეთებ ჩემი კლუბისთვის, არ აქვს მნიშვნელობა სასტარტო შემადგენლობაში ვარ, თუ მხოლოდ რამდენიმე წუთით შევდივარ მოედანზე. მჯერა, რომ გულშემატკივრები, რომლებსაც გამორჩეულად უყვართ ჩვენი კლუბი სწორად გაიგებენ ჩემს ნათქვამს და „ფეჰერვართან“ ერთად კიდევ ბევრი სასიამოვნო საფეხბურთო საღამო გვექნება.

კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში ვუთხრა მათ, ვინც ჩემი ჟესტის გამო დამცირებულად იგრძნო თავი. განსაკუთრებით, „RBD ულტრასებს“, ჩვენი კლუბის განსაკუთრებულ გულშემატკივრებს“, – წერს ბუდუ ზივზივაძე სოციალურ ქსელში.