„ბრუკლინ ნეთსი“ მიმდინარე პლეი ოფის დასრულების შემდეგ შესაძლოა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ყველაზე აქტიური გუნდი იყოს ახალი ტრანსფერების განხორციელების კუთხით.
ამერიკულ მედიაში აქტიურად დაიწყო საუბრები კაირი ირვინგის „ნეთსში“ გადასვლასთან დაკავშირებით. „სიენუაის“ (SNY) ჟურნალისტი ენტონი პუჩიო იუწყება, რომ ბრუკლინის ხელმძღვანელობის მთავარ სამიზნეს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს სწორედ „ბოსტონის“ გამთამაშებელი იქნება.
წყაროს ცნობით, „ნეთსში“ ირვინგის გარდა კიდევ ერთი ვარსკვლავის მიყვანა განიხილება.