„ბრუკლინ ნეთსში“ ახალი სეზონის დაწყებამდე მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. გუნდიდან წავიდა დეანჯელო რასელი, რომელიც „გოლდენ სტეიტ ვორიორზს“ შეუერთდა, მის მაგივრად კი კაირი ირვინგი და კევინ დურანტი მოვიდნენ.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ჟურნალისტები ჯოშ კოსმანი და ბრაიან ლიუისი იუწყებიან, რომ ტაივანელი ბიზნესმენი ჯოზეფ ცაი სულ მალე „ბრუკლინის“ ახალი მფლობელი გახდება. სახელდება თანხაც. წყაროს ცნობით, ბიზნესმენი გუნდის შეძენისთვის $2.35 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადაიხდის.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ჯოზეფ ცაი ახალ მფლობელად ოფიციალურად მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.