„ბროლის“ ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა
ლონდონის არსენალისა და მარსელის ყოფილი ფეხბურთელი აბუ დიაბი, რომელმაც თავისი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში ოცზე მეტი ტრავმა გადაიტანა, ფეხბურთს ოფიციალურად გამოეთხოვა.
„მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღე. ოფიციალურად ვასრულებ კარიერას“, – განაცხადა დიაბიმ.
ბოლოს ნახევარმცველი მინდორზე 2016 წლის აგვისტოში იყო, როცა მარსელში ირიცხებოდა. ასევე დიაბიმ ლონდონის არსენალში ცხრა წელი გაატარა და მხოლოდ 122 მატჩში მიიღო მონაწილეობა.