ბროლაძე და ბოლქვაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან, ღლონტი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT
ბროლაძე და ბოლქვაძე 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან, ღლონტი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს #1TVSPORT

ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 20-წლამდელთა შორის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ორი ქართველი ფინალში იასპარეზებს.

დღეს, ხუთი სპორტსმენი გამოვიდა, რომელთაგანაც ნიკოლოზ ბროლაძე (67 კგ) და აჩიკო ბოლქვაძე (82 კგ) ფინალში იჭიდავებენ. ნიკა ბროლაძემ ირანელი სეიედ დანიალ სეიედ შამსოლაჰ სოჰრაბი დაძაბულ დაპირისპირებაში დაამარცხა, ხოლო აჩიკო ბოლქვაძემ უკრაინელ მეტოქეს რუსლან აბდიევს მარტივად სძლია. დღევანდელი წონების ფინალური ბლოკი ხვალ გაიმართება.

დღესვე, ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს თამაზ ღლონტი (55 კგ), რომელიც ყირგიზ ნურისტან სუიორკულოვს დაუპირისპირდება.