მას შემდეგ, რაც ბროკ ლესნარმა ვრესტლერმანია 35-ში (WrestlerMania 35) სეტ როლინსთან წააგო, ყველა ელოდა, რომ ის აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს (UFC) დაუბრუნდებოდა და დენიელ კორმიესთან მძიმე წონით კატეგორიაში სატიტულო ორთაბრძოლას გამართავდა. თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი სხვაგვარად მოხდება. ი ეს პი ენის (ESPN) ჟურნალისტი არიელ ჰელვანი იუწყება, რომ ლესნარი შერეულ ორთაბრძოლებში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის კიდევ ერთი ჟურნალისტი, ბრეტ ოკამოტოც ავრცელებს, რომელიც ესაუბრა დანა ვაიტს.
ორგანიზაციის პრეზიდენტის განცხადებით, ლესნარს ბრძოლა აღარ სურს. შეგახსენებთ, რომ ბროკ ლესნარი (5-3), რომელიც ამჟამად 41 წლისაა, მძიმე წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონია.