‘ლონდონის “არსენალს” ზედიზედ ოთხი წაგება აქვს და 13 ქულით ჩამორჩება ჩემპიონთა ლიგის ზონას. მიუხედავად ამისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი საკუთარ თავში დარწმუნებულია. მან თავის სამწვრთნელო შტაბს განუცხადა, რომ არ აპირებს ზაფხულში ლონდონური კლუბის დატოვებას’, – იტყობინება ბრიტანული გაზეთი ‘თაიმსი’ (The Times).
68 წლის ფრანგ სპეციალისტს საკუთარი თავი საუკეთესო კანდიდატად მიაჩნია “არსენალის” კრიზისიდან გამოსაყვანად და აპირებს კონტრაქტის ბოლომდე, ანუ 2019 წლის ზაფხულამდე შეინარჩუნოს თანამდებობა.
ვენგერი 1996 წლიდან მუშაობს “არსენალში”. შარშან, პირველად ბოლო ოცი წლის განმავლობაში, გუნდი ინგლისის ჩემპიონატის პირველ ოთხეულში ვერ მოხვდა და ჩემპიონთა ლიგის მიღმაც დარჩა.