ბრიტანული პრესა – რუსეთის მაგივრად ევრო 2020-ზე შესაძლოა შოტლანდიამ ითამაშოს

19:05, 26.11.2019

ბრიტანული მედია მსჯელობს რუსეთის საფეხბურთო ნაკრების ევრო 2020-დან სავარაუდო მოკვეთის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, გახმავრებული დოპინგ-სკანდალის მიზეზით რუსეთის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, ტურნირზე შოტლანდიის ნაკრები ითამაშებს.

„მას შემდეგ, რაც რუსეთმა გაინაღდა ევრო 2020-ზე თამაში, მისი დისკვალიფიკაცია გზას გაუხსნის შოტლანდიის ნაკრებს, რომელმაც მესამე ადგილი დაიკავა საკვალიფიკაციო ჯგუფში“, – დაწერა გაზეთმა „ტელეგრაფმა“.

რუსეთმა შესარჩევ ციკლში 24 ქულა დააგროვა და მეორე ადგილი დაიკავა ბელგიის შემდეგ. შოტლანდია 15 ქულით მესამე ადგილზე გავიდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს სპეციალურმა კომიტეტმა ორგანიზაციის აღმასკომს გაუწია რეკომენდაცია – ოთხი წლით ჩამოაშორონ რუსეთი საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას, რისი მიზეზიც მოსკოვის ანტისადოპინგო სააგენტოში დოპინგსინჯებით მანიპულაციაა. ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას 9 დეკემბერს მიიღებენ.

მსგავსი