ბრიტანული პრესა: ინგლისი მზად არის, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მიიღოს
ბრიტანული პრესა: ინგლისი მზად არის, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი მიიღოს

ყატარმა, შესაძლოა, დაკარგოს მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება, რადგან ირკვევა, რომ ეს ქვეყანა PR-ფირმებსა და ცენტრალური სადაზღვევო სამმართველოს აგენტებს იყენებდა სხვა ქვეყნების განაცხადების დისკრედიტაციისთვის.

“თუ ყატარმა დაარღვია წესები, მაშინ მან არ უნდა ჩაატაროს მსოფლიოს ჩემპიონატი. ასეთ შემთხვევაში, ფიფამ უნდა განიხილოს ინგლისი, როგორც ტურნირის შესაძლო მასპინძელი”, – განაცხადა ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ყოფილმა პრეზიდენტმა დევიდ ტრისმანმა.

შავი პიარის გამოყენებისთვის ყატარის დასჯას ემხრობა ციფრული ტექნოლოგიების, კულტურის, მასმედიისა და სპორტის სპეციალური კომიტეტის თავმჯდომარე დემიან კოლინზი, – წერს გაზეთი „ივნინგ სტანდარდი“ (Evening Standart).

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოპოვებაში ყატარმა აშშ-ს, სამხრეთ კორეის, ავსტრალიისა და იაპონიის განაცხადები დაამარცხა.