ბრიტანული გამოცემა - „ნაპოლი“ რუდი გარსიას შემცვლელად გრემ პოტერს განიხილავს #1TVSPORT
ბრიტანული გამოცემის, The Sun-ის ინფორმაციით, „ნაპოლი“ რუდი გარსიას შემცვლელად ინგლისელ გრემ პოტერს განიხილავს და მასთან მოლაპარაკების დაწყებაც სურს.
ნეაპოლში ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელის მუშაობით უკმაყოფილოები არიან. ფრანგი სპეციალისტის რამდენიმე გადაწყვეტილებამ და ნაჩვენებმა შედეგებმა ქომაგებში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
„ნაპოლის“ პოტერთან დაკავშირებით ხელი შეიძლება იმან შეუშალოს, რომ 48 წლის მწვრთნელის კანდიდატურას ასევე განიხილავს „მანჩესტერ იუნაიტედი“. ინგლისური ფეხბურთის გრანდის ხელმძღვანელებს ნიდერლანდელი ერიკ ტენ ჰაგის შედეგები არ მოსწონთ.
გრემ პოტერი ბოლოს ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდა და თანამდებობიდან მიმდინარე წლის 2 აპრილს გაათავისუფლეს. მან სახელი „ბრაიტონის“ დამრიგებლის რანგში გაითქვა.