დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატთა ჯგუფი აპირებს მიმართოს პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს წინადადებით – მიანიჭონ რაინდის წოდება „მერსედესის“ პილოტს ლუის ჰემილტონს. შესაბამის წერილს ამ კვირას გაუგზავნიან ჯონსონს.
დეპუტატებს სურთ, რომ 35 წლის სპორტსმენმა „ეროვნული აღიარება“ მიიღოს ფორმულა 1-ში მეშვიდე ტიტულის მოგების შემდეგ. ამ მაჩვენებლით ჰემილტონი გაუთანაბრდა ლეგენდარულ გერმანელს მიხაელ შუმახერს.
„პარლამენტართა ჯგუფი მხარს უჭერს მოწოდებას იმის შესახებ, რომ მიენიჭოს ლუის ჰემილტონს ეროვნული აღიარება უდიდესი სპორტული მიღწევებისთვის. მისი სარეკორდო მიღწევების გათვალისწინებით, მიგვაჩია, რომ დღეს შესაფერისი დროა ამისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა სერ ჯეფრი დონალდსონმა.
ბრიტანელ სპორტსმენთაგან რაინდ-ბაკალავრის ტიტულის მფლობელები არიან სერ ალექს ფერგიუსონი, სერ ბობი ჩარლტონი და სერ ენდი მარეი.