ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 18 447 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 144 ადამიანი
ბრიტანეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 18 447 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 144 ადამიანი

ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“ 18 447 ადამიანს დაუდასტურდა, 144 კი გარდაიცვალა. „გარდიანის“ ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ ბრიტანეთში კორონავირუსული ინფექციის 1 849 403 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 64 170 ადამიანი „კოვიდ-19“-ს ემსხვერპლა.

„გარდიანი“ წერს, რომ კვირა დღის მონაცემები ხშირად დაბალია, რადგან უქმე დღეებზე ინფორმაცია ბაზებში დაგვიანებით შედის.