ბრიტანეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 21 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 213 ადამიანი

07:42, 17.11.2020

დიდ ბრიტანეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 21 363 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 213 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ავრცელებს.

„გარდიანის“ მონაცემებით გასულ კვირასთან შედარებით, ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა 11,2 პროცენტით არის მომატებული, სიკვდილიანობის მაჩვენებელი კი 22 პროცენტით.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის 1 394 299 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 52 240 ადამიანი.

მსგავსი