დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას მსოფლიოს ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა სურთ
დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას მსოფლიოს ჩემპიონატის ერთობლივად მასპინძლობა სურთ

დიდი ბრიტანეთი და ირლანდია მსოფლიოს 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ერთობლივი განაცხადის წარდგენას აპირებენ, – იტყობინება ბრიტანული პრესა.

გაზეთ „დეილი მეილის“ (Daily Mail) მონაცემებით, ირლანდიის შეერთება ბრიტანულ განაცხადთან ჩრდილოეთ ირლანდიაში შესაბამისი სტადიონის არარსებობის პრობლემას მოაგვარებს. ცნობისთვის, ირლანდიაში ფიფას სტანდარტების ორი არენაა.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ტურნირებზე ბრიტანეთიდან ოთხი ნაკრები თამაშობს: ინგლისი, შოტლანდია, უელსი და ჩრდილოეთ ირლანდია. 2030 წლის ჩემპიონატის მასპინძლობაზე ბრიტანული განაცხადის გამარჯვების შემთხვევაში, ფიფა არ დართავს ნებას ხუთივე ნაკრებს, შესარჩევის გავლის გარეშე გახდნენ ფინალური ტურნირის მონაწილენი.

მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატიდან მოყოლებული, ფინალურ ტურნირში 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას.